Monday, October 31, 2016

მესამე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა ჩემს სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირებას.შემდეგ გავეცანით ინტერაქციულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობის და კომუნიკაციის ხელშესაწყობად.ასევე განვიხილეთ სასარგებლო ვებსაიტების ეფექტურად მოძიებისა და მათი შეფასების მეთოდებს,გავეცანით ვებსაიტების საავტორო უფლებებსა მათ კანონიერ გამოყენებაზე.ინფორმაციის მოპოვების შემდეგ დავგეგმეთ ინტერნეტის გამოყენების შესაძლებლობები ჩვენი თემის ფარგლებში.
   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,ვისწავლეთ,თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო. დიდი მადლობა მასწავლებლის სახლს და ჩვენს ტრენერს ქალბატონ ,ნანა ედიშერაშვილს.

Sunday, October 23, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

გავეცანით სასწავლო პროექტების დაგეგმვას. ეს მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა სტანდარტები, მიმართულებია მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გვეცანით პრეზენტაციის მომზადებას ჩემს სასწავლო პროექტზე, დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ,ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს,ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისთვის.

Sunday, October 2, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

გავეცანით ინტელის პროექტის სწავლება. გავეცანით პროგრამის მიზნებს, ამოცანებს, აგებულებას,სტრუქტურას,. გავეცანით ინტერის ელექტრონულ გზამკვლევს.ვისწავლეთ დაარქივებული საქაღალდის გახსნა. ვიმუშავეთ ბუკლეტების  შექმნაზე. გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს. პორფოლიოში შევინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი.ვისაუბრეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მახასიათებლებზე. შევავსეთ ცნების რუკები. გავეცანით  პობლიკაციის ნიმუშებს.გზამკვლევში ვნახეთ პუბლიკაციის ნიმუშები. პროგრამა word-ში ვნახეთ თუ როგორ დავამზადოთ ბუკლეტები. შევქმენით საკუთარი ბლოგი, გამოვაქვეყნეთ პირველი პოსტი. ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა ტრენერს ქალბატონ ნანა ედიშერაშვილს.